ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
განათლების ადმინისტრირება
ავტორები : სალომე ქუტიძე
ნინო მანია
მარიტა ბიბლაია
თბილისი
2015-2016
"დამრიგებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში N81 საჯარო სკოლის მაგალითზე"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლის განათლების ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს გვაქვს ვალდებულება სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში განვახორციელოთ პრაქტიკის კვლევა კონკრეტულ სკოლაში.
N81 საჯარო სკოლაში პრაქტიკის კვლევასთან დაკავშირებული საქმიანობა დავიწყეთ 2015 წლის 30 ოქტომბერს.
პრაქტიკის კვლევა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
1. პრობლემის იდენტიფიცირება;
2. პრობლემის შესწავლა (დიაგნოსტირება);
3. ინტერვენციის შემუშავება;
4. ინტერვენციის განხორციელება;
5. შედეგების შეფასება.
წარმოგიდგენთ საკვლევი კითხვის აღმოსაჩენად გადადგმულ ნაბიჯებს:
- დირექციასთან შეთანხმება;
- პრეზენტაციის წარდგენა მასწავლებლებისთვის;
- სკოლაში აქტუალური პრობლემების წერილობითი ანალიზი და მოწოდება;
- მასწავლებლებისგან მიღებული პრობლემების ანალიზი და მომზადება „მრგვალი მაგიდისთვის“;
- საუბარი მრგვალი მაგიდის ირგვლივ;
- საკვლევი თემის და კითხვის არჩევა და ჩამოყალიბება.
ზემოთ აღნიშნული ეტაპების გავლით შევძელით საკვლევი თემისა და კითხვის არჩევა. ჩვენი საკვლევი თემა გახლავთ - „დამრიგებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში N81 საჯარო სკოლის მაგალითზე“. კვლევის მიზანია: კითხვის საათის გამოყენებით, დამრიგებლის ჩართულობით, გააზრებული კითხვისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობების და მეთოდების გამოყენებით წიგნიერების დონის გაუმჯობესება მე-4(ბ) კლასში. საკვლევი კითხვაა - როგორ გავაუმჯობესოთ წიგნიერების დონე დამრიგებლის ჩართულობით მე-4 კლასის მაგალითზე?
დიაგნოსტირების ეტაპი
პრობლემის იდენტიფიცირების და საკვლევი საკითხის ჩამოყალიბების შემდეგ დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მიხედვითაც აღმოვაჩინეთ კონკრეტული პრობლემური საკითხები. 81-ე საჯარო სკოლა წელს ჩაერთო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში. (G-PRIED-ში) ამ პროგრამაში ჩართული სკოლების დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლები გადიან ტრენინგებსა და სწავლებას გააზრებული კითხვისა და მათემატიკის სწავლების ეფექტურობის გასაზრდელად. ჩვენი ინტერვენციების პარალელურად G-PRIED-ის ტრენინგების მსვლელობას შესაძლოა ეჭვქვეშ დაეყენებინა ჩვენი ინტერვენციების ეფექტურობა. იმისათვის, რომ შეგვძლებოდა აღნიშნული პროგრამისა და ჩვენი ინტერვენციების შედეგების გამიჯვნა, გადავწყვიტეთ პრაქტიკის კვლევის ფარგლებში გვყოლოდა 2 ჯგუფი, IVა და IVბ. IVა გახლავთ საკონტროლო ჯგუფი და IVბ ექსპერიმენტული ჯგუფი. ორივე ჯგუფში 28-28 მოსწავლეა. ორივე კლასში ჩავატარეთ პრეტესტი, რომელიც გულისხმობდა შემდეგ აქტივობებს:
1. ბავშვებმა წაიკითხეს, გააანალიზეს მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები. ტექსტები შევარჩიეთ PIRLS 2011 წლის კვლევის ანგარიშიდან. მხატვრული ტექსტი გახლდათ-„მტრის ნამცხვარი“, ხოლო საინფორმაციო ტექსტი-„უზარმაზარი კბილის საიდუმლო“. წაკითხული ტექსტის ანალიზისას ორივე ჯგუფი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა. წაკითხული მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის გამოყოფილი დრო გახლდათ 40 წთ, ხოლო საინფორმაციო ტექსტის ანალიზისთვის 45წთ.
2. PIRLS 2011-ზე დაყრდნობით შევიმუშავეთ მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების კითხვარები. კითხვარები შეგვივსეს ორივე ჯგუფის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა. მასწავლებლებთან ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუც.
3. ლექსიკური მარაგის შესამოწმებლად შევქმენით ტესტები. ტესტი შედგება 3 დავალებისგან.
4. კითხვის ტემპის შესამოწმებლად შევარჩიეთ მცირე ზომის ტექსტი-„კუ და მორიელი“.
ინტერვენციის შემუშავება
პრობლემების აღმოსაფხვრელად და სიტუაციის გასაუმჯობესებლად შევიმუშავეთ კონკრეტული ინტერვეციების გეგმა.
ინტერვენციების განხორციელება
ინტერვენციების დაწყების თარიღი- 1.02.2016
ინტერვენციების დასრულების თარიღი- 13.05.2016
შედეგების შეფასება
შედეგების შეფასების პერიოდი- 23.05.-31.05.2016
წარმოგიდგენთ კვლევის დიაგნოსტირების ეტაპის შედეგებს :
წარმოგიდგენთ კვლევის დიაგნოსტირების ეტაპის შედეგებს :
ფაილის გადმოსაწერად გადადით ბმულზე:
http://www.slideshare.net/mtbiblia/ss-62621597
წარმოგიდგენთ ინტერვენციის შედეგების ანალიზს:
http://www.slideshare.net/mtbiblia/ss-62621597
წარმოგიდგენთ ინტერვენციის შედეგების ანალიზს:
Комментариев нет:
Отправить комментарий