понедельник, 1 февраля 2016 г.

დღე I

თემა: გაწევრიანება მკითხველთა კლუბში.

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მკითხველთა კლუბის პორტალზე. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ყოველ ორშაბათს და პარასკევს იყოთ ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობის თანამონაწილე. გაგვიზიარეთ თქვენი იდეები  და ერთად შევიქმნათ დადებითი განწყობა.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. კლუბში გაწევრიანებისათვის ბავშვებს უნდა ჩამოეყალიბებინათ გუნდები, მოეფიქრებინათ სახელწოდებები და ლოზუნგი, შეექმნათ გუნდის ლოგო.




ძვირფასო მკითხველო, თქვენს წინაშეა გუნდი - "მეგობრულები", ჩემპიონები", "აინშტაინები", "საქმოსანი მთვარე და ვარსკვლავები".

თითოეულ გუნდს გვერდში უდგას ფასილიტატორი, რომელიც შეასრულებს გიდის როლს მკითხველთა სამყაროში სამოგზაუროდ.


მკითხველთა სამყაროში თამამად, მხიარულად და ორგანიზებულად მოგზაურობისათვის ბავშვებმა "მკითხველთა კლუბის" სპეციალური "კოდექსი" შეიმუშავეს.




"მკითხველთა სამყაროს" ყველაზე ბრძენმა გმირმა ბუმ მიულოცა ბავშვებს კლუბის გრანდიოზული გახსნა, გააცნო მოგზაურობის მარშრუტი და დაპირდა მოულოდნელ ვიზიტებს.



დღევანდელი დღეც მიილია. უფრო ორიგინალური და შემეცნებითი ინფორმაციებით დაგიბრუნდებით პარასკევს.

იმედია, მოგეწონათ ჩვენთან ყოფნა, "მკითხველთა კლუბი 81- სკოლიდან" გემშვიდობებათ, მომავალ შეხვედრამდე.

 გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე:http://www.slideshare.net/mtbiblia/1-59905183

























































Комментариев нет:

Отправить комментарий