თემა: ზღაპარი "მელია და თხა"
გამარჯობა ძვირფასო მკითხველო. იმედია, კარგად ხარ და სასიამოვნოდ გაატარე უქმეები.
ზღაპრის კვირეულის ფარგლებში ბავშვებმა მოირგეს ჟურნალისტების როლები, ვიდრე ფორმატს შევიცვლიდით და მკითხველთა კლუბი საკონფერენციო დარბაზად გადაიქცეოდა, მათ უნდა მოეპოვებინათ keyword
(სიტყვა-გასაღები). თითოეულმა ჯგუფმა თავის ფასილიტატორთან ერთად შეავსო 3 ნაწილისგან შემდგარი კროსვორდი. კროსვორდის შესავსებად მოსწავლეებს დაჭირდათ მკითხველთა კლუბში განვლილი თემებიდან ინფორმაციის გახსენება და გამოყენება. რამდენიმე გუნდს აღნიშნული ეტაპის დასაძლევად მინიმალური დრო დაჭირდა და დარჩენილი დრო სხვა გუნდების დასახმარებლად გამოიყენა.
ალბათ, გაინტერესებთ რა იყო keyword, ეს გახლდათ - "გონიერი ბავშვები ხართ".
I ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ბონუსად მიიღეს ახალი ზღაპარი "მელია და თხა". როგორც წესი, ჯგუფებმა ფასილიტატორებთან ერთად შეისწავლეს ტექსტი, აღმოაჩინეს მათთვის ახალი სიტყვები და განმარტეს მათი მნიშვნელობები. კითხვის საათის ბოლო ეტაპზე პატარა
ჟურნალისტებმა
როლში
შესასვლელად
ფასილიტატორებთან
ერთად
მოამზადეს
კითხვები
განხილული
ზღაპრის
პერსონაჟებისთვის.
ბავშვებმა
იმუშავეს
კითხვის
დასმის
ტექნიკის
გაუმჯობესებაზე,
მოიფიქრეს
რამოდენიმე
საინტერესო
კითხვა
და
მოემზადნენ
პერსონაჟებთან
შესახვედრად.
ორმა ფასილიტატორმა შეასრულა მელიისა და თხის როლი.
პრესკონფერენციას ჰყავდა წამყვანი, ჟურნალისტები, ექსპერტები და ოპერატორი. მხიარულმა,
ენერგიულმა ჟურნალისტებმა ბევრი საინტერესო კითხვა ჩამოაყალიბეს და გაიგეს ახალი ინფორმაცია
პესონაჟების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ზღაპრის გმირებმა თავიანთი რჩევები გაუზიარეს
აუდიტორიას, ხოლო ექსპერტებმა შეაჯამეს, შეაფასეს აღნიშნული შეხვედრა. ამ თავისუფალი
შეხვედრის ფორმატში არ გავუშვით შანსი მიგვეღო რჩევები ჩვენი პატარა მკითხველებისაგან,
თუ როგორი ტიპის შეხვედრები მოსწონთ, მოეწონათ თუ არა დღევანდელი დღე და რას შეცვლიდნენ.
შევიტყვეთ სასიამოვნო ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვაც დაუწყია. ბავშვების მონდომებითა და ხალისით აღფრთოვანებულმა ფასილიტატორებმა ვარსკვლავებით დავაჯილდოვეთ გუნდები თქვენთვის უკვე ცნობილ ნომინაციებში. დღევანდელი დადებითი ემოციებით დამუხტული ფასილიტატორები მოუთმენლად ველით მომდევნო შეხვედრას, რათა დაგიბრუნდეთ საინტერესო სიახლეებით.
წარმატებულ კვირას გისურვებთ, შევხვდებით პარასკევს.
გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/5-59905583
Комментариев нет:
Отправить комментарий