თემა: „მელა და ცხენი“
მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. დღეს გვსურს გიამბოთ
ჩვენი მოგზაურობის ერთ-ერთ თავგადასავალზე. ეს თავგადასავალი „ჯადოსნური ყუთით“ გაიხსნა,
რომელშიც უკვე ნასწავლი „ფერადი“ სიტყვები აღმოჩნდა. თითოეული გუნდის ორ-ორმა წარმომადგენელმა
ამოიღო ყუთიდან სიტყვა და ყველანაირი ხერხით ეცადა მიეხვედრებინა მეგობრები, რა სიტყვაზე
იყო საუბარი. ეს სახალისო, მაგრამ საკმაოდ
რთული აქტივობა ძნელად გადასალახი აღმოჩნდა ბავშვებისათვის. ამიტომ მომდევნო შეხვედრებზე
ხშირად გამოვიყენებთ მსგავს სავარჯიშოებს.
დღევანდელი თავგადასავლის შემდეგი ეპიზოდი ძალიან სახალისო
აღმოჩნდა მკითხველთა კლუბის წევრებისთვის. ფასილიტატორებმა ზღაპრის ეპიზოდებს შეუსაბამეს ილუსტრაციები.
ბავშვებს თავიანთი წარმოსახვით უნდა
დაეწყოთ ილუსტრაციები ისე, რომ ამბავი შექმნილიყო. საინტერესო იყო, როგორ დაემთხვეოდა
ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ამბავი გასაცნობ ზღაპარს. ისიც იყო გასათვალისწინებელი,
რომ ერთი ეპიზოდი ზედმეტი გახლდათ და ზღაპრის გაცნობის შემდეგ პატარა მკითხველებს თავად
უნდა აღმოეჩინათ შეცდომა.
მას შემდეგ, რაც ილუსტრაციებზე დაყრდნობით ბავშვებმა
შექმნეს ამბავი, გავეცანით ძმები გრიმების
ზღაპარს - „მელა და ცხენი“. ფასილიტატორებმა გუნდებთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული
ზღაპარი.
შემდეგ დავუბრუნდით ილუსტრაციებს, დავალაგეთ ეპიზოდები ტექსტიდან გამომდინარე,
აღმოვაჩინეთ ზედმეტი ილუსტრაცია და მოვემზადეთ პრეზენტაციებისთვის.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფებმა გამოავლინეს
თავიანთი ფავორიტი გუნდები და მეგობრები ვარსკვლავებით
დააჯილდოვეს.
დღევანდელი მოგზაურობაც ასე ხალისიანად დასრულდა.
ხვალ, შაბათს,
ტრადიციულ დროს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება მკითხველთა კლუბში. გარდა იმისა,
რომ საინტერესო აქტივობები გვექნება, ბავშვები ფასილიტატორებთან ერთად მოამზადებენ
დედიკოებისათვის სიურპრიზს.
გემშვიდობებით ხვალამდე,
საუკეთესო სურვილებით.
გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/6-59905625
გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/6-59905625
Комментариев нет:
Отправить комментарий