თემა: მოთხრობა "კესანე" და ვიდეო-ზღაპარი "გოგონა და შადრევანი"
მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. მცირე შესვენების შემდეგ მკითხველთა კლუბი სიახლეებით გიბრუნდებათ.
დღეს ჩვენ საკმაოდ საინტერესო და დატვირთული დღე გვქონდა.
კითხვის საათი დავიწყეთ ახალი მოთხრობის - "კესანეს" გაცნობით. ბავშვებმა თავიანთ
ფასილიტატორებთან ერთად წაიკითხეს პატარა მოთხრობა _" კესანე", აღმოაჩინეს
ახალი უცნობი სიტყვები, გაეცნენ მათ მნიშვნელობას, გაიმართა მსჯელობა, რომლის დროსაც
ბავშვებს კესანესთვის რჩევების მიცემაც არ დავიწყებიათ.
მოთხრობის ირგვლივ მსჯელობის შემდეგ გაეცნენ ვიდეო-ზღაპარს
"გოგონა და შადრევანი". ვიდეო-რგოლის ხილვის შემდეგ გუნდებში ისაუბრეს ნანახის
შესახებ, გაავლეს პარალელები მათ შორის და იპოვეს მსგავსება-განსხვავებები.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის საშუალებით
წერილობით წარმოადგინეს ახლადშესწავლილ თემებს შორის არსებული მსგავსება/ განსხვავება.
ჯგუფებმა გააცნეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და
ფასილიტატორებისგან მიიღეს პირველი ვარსკვლავები. ვარსკვლავები მათ გადაეცათ შემდეგ
ნომინაციებში: "დღის მოაზროვნეები" (ლურჯი ვარსკვლავი), "დღის აქტიური
გუნდი" (წითელი ვარსკვლავი), "დღის მეგობრული გუნდი" (ყვითელი ვარსკვლავი)
და "დღის მკითხველები" (მწვანე ვარსკვლავი).
დღევანდელი დღეც დასრულდა, მკითხველთა კლუბი პარასკევამდე
გემშვიდობებათ.
გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/2-59905320
გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/2-59905320
Комментариев нет:
Отправить комментарий