თემა: ქართული ხალხური ზღაპარი - „მეჩონგურე“
მოგესალმებით
ძვირფასო
მკითხველო.
გვინდა
გაცნობოთ,
რომ
დღევანდელი
შეხვედრა
საინტერესო,
აქტიური
და
ნაყოფიერი
გახლდათ.
დღევანდელი
ნაყოფიერი
დღე
არის
ჩვენი
მკითხველთა
კლუბის
წევრების
მონდომებისა
და
საზრიანობის
დამსახურება.
მკითხველთა
კლუბში
განხილული
ტექსტებიდან პატარა
მკითხველებს
ხალიჩაზე
დახვდათ
ანბანის
ფერადი
ასოები,
რომელთაგანაც
უნდა
აეწყოთ
სიტყვები.
ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბონუსად მიიღეს
ახალი ზღაპარი. ჯგუფის თითოეული წევრი ფასილიტატორთან ერთად გახდა მეჩონგურეს შთამბეჭდავი
თავგადასავლის მონაწილე. გუნდებმა გამოავლინეს დაკვირვების, ანალიზის უნარი და შექმნეს
ზღაპრის რუკა, რომელიც ასახავდა მეჩონგურეს თავგადასავლის მარშრუტს.
კითხვის საათის ბოლოს ტრადიციულად გუნდებმა ერთმანეთს
გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები.
ჩვენი შეხვედრის დროს გვესტუმრა სკოლის დირექტორი ახალი
სასიხარულო ინფორმაციით. მან საზეიმოდ გადასცა I ხარისხის სიგელები რობინსონის ინგლისური
ენის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს. პატარა მკითხველებმა ერთად აღნიშნეს თანატოლების
წარმატება.
დღევანდელი დღე შეგვიძლია ჩავთვალოთ წარმატების გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად, რადგან დღეს შევძელით წინა შეხვედრების ხარვეზების აღმოფხვრა და მუშაობის პროცესის გაუმჯობესება.
მკითხველთა კლუბი ორშაბათამდე გემშვიდობებათ, ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий