пятница, 8 апреля 2016 г.

დღე XX

თემა: „მომავლის სკოლა“


მოგესალმებით მეგობრებო. დღეს პარასკევია და ბუნებრივია, ბლოგის აქტიური მკითხველები სიახლეებს ელოდებით „მკითხველთა კლუბიდან.“ მოლოდინებს არ გაგიცრუებთ და მოგიყვებით დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ. სიმართლე გითხრათ, ჩვენც სავსე ვართ ემოციებით და ძალიან გვინდა მალე გაგიზიაროთ დღევანდელი დღის შთაბეჭდილებები.

„მკითხველთა კლუბში“ აღარავის უკვირს ექსპერიმენტები და სიახლეები, ჩვენთან არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. XX შეხვედრაც ამის დასტურია. ფასილიტატორების როლები დღეს ჩვენი აქტიური მკითხველების დედიკოებმა მოირგეს. გაიცანით მე-4 (ბ) კლასის აქტიური მშობლები.


ვიდრე დედიკოები ფასილიტატორების როლებს მოირგებდნენ, შეხვედრა ასოციაციებითა და გონებრივი იერიშით დავიწყეთ. 


მოსწავლეებსა და მშობლებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ ის სიტყვები, რობლებიც სიტყვა - სკოლის გაგონებაზე უჩნდებობათ. 

აღნიშნული აქტივობის შემდეგ, „გონებრივი იერიშის“ გამოყენებით ჩამოვაყალიბეთ წარმატებული სკოლის მახასიათებლები.

აი, ასეთი შედეგები მივიღეთ


გონებრივი იერიშის შემდგემ, ჩვენ, ფასილიტატორებმა გადავინაცვლეთ „ჩრდილში“ და სიამოვნებით დავუთმეთ ადგილი დედიკოებს. თითოეულმა გუნდმა თავის ახალ ფასილიტატორთან ერთად შექმნა „მომავლის სკოლის“ კონცეფცია. ნახეთ, როგორ გადაინაწილეს როლები და რა საინტერესოდ მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი. 


დედიკოებმა და გუნდებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. ძალიან, ძალიან საინტერესო კონცეფციები შეიმუშავეს, გააფორმეს და გაუზიარეს აუდიტორიას შეხვედრის ბოლო ეტაპზე.


განსაკუთრებით საინტერესო დეტალი გახლდათ ბავშვების პოზიტიური დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ. „მომავლის სკოლაში“ შექმნეს სსსმ მოსწავლეთათვის არა მარტო ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, არამედ იზრუნეს მათ სასწავლო პროგრამებზეც.


საინტერესო პრეზენტაციების შემდეგ ფასილიტატორებმა მადლიერებისა და ყურადღების გამოსახატავად აქტიურ მშობლებს სამადლობელო ბარათები და ყვავილები გადავეცით. ისინი ნამდვლად იმსახურებენ აქტიური დედიკოების სტატუსს.

P.S. ვიმედოვნებთ, რომ „მომავლის სკოლაში“ თანამშრომლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის იქნება აქტიური, საქმიანი. ინიციატივა მსგავსი ურთიერთობის ფორმების ჩამოსაყალიბებლად უნდა იყოს ორმხრივი. ვისურვებდით ისეთი სკოლის არსებობას, სადაც მშობლებსა და მასწავლებლებს ნათლად ექნებოდათ გათავისებული საკუთარი მოვალეობები.

პარასკევის საინტერესო შეხვედრაც დასრულდა,

გემშვიდობებით ორშაბათამდე

Комментариев нет:

Отправить комментарий