ლექსიკური მარაგის გამდიდირებაზე მუშაობის შეჯამება და მზადება კითხვის პოპულარიზაციისთვის
მოგესალმებით მეგობრებო! თორმეტი კვირაა, რაც „მკითხველთა კლუბი 81-ე სკოლიდან“ აქტიურად მუშაობს, გაწვდით ახალ-ახალ საინტერესო ინფორმაციებს ყოველ ორშაბათსა და პარასკევს. დღეს პარასკევია და ტრადიციულად მზად გვაქვს თქვენთვის სიახლეები.
დღევანდელი შეხვედრის პირველი ნაწილი ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ჩატარებული სამუშაოების შეჯამებას დაეთმო. ბლოგის აქტიურმა მკითხველებმა იცით, რომ თითქმის ყველა ჩვენი შეხვედრის საწყისი 10-15 წთ. სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრებისკენ იყო მიმართული. ფასილიტატორები და ბავშვები ვცდილობდით სხვადასხვა ხერხებით სიტყვებთან დამეგობრებას. ალბათ, ისიც გეხსომებათ, რომ ამ მიზნით შეხვედრების საწყისს ეტაპზე „ჯადოსნურ ყუთს“ ვიყენებდით. დღეს ცოტათი მივიწყებული „ჯადოსნური ყუთი“ გავიხსენეთ და შეხვედრების განმავლობაში ნასწავლი სიტყვები მასში მოვათავსეთ. ნახეთ, რამდენ სიტყვას მოუყრია თავი.
ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ „ჯადოსნური ყუთი“ გართულებული ფორმით დაგვიბრუნდა. „მკითხველთა კლუბის“ წევრებს ყუთში მოთავსებული თითოეული სიტყვა მხოლოდ სინონიმის/ანტონიმის დასახელებით უნდა მიეხვედრებინათ ერთმანეთისთვის და გამოეცნოთ. ბავშვებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი აღნიშნულ დავალებას.
ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ „ჯადოსნური ყუთი“ გართულებული ფორმით დაგვიბრუნდა. „მკითხველთა კლუბის“ წევრებს ყუთში მოთავსებული თითოეული სიტყვა მხოლოდ სინონიმის/ანტონიმის დასახელებით უნდა მიეხვედრებინათ ერთმანეთისთვის და გამოეცნოთ. ბავშვებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი აღნიშნულ დავალებას.
სიტყვების გახსენებისა და გამეორების შემდეგ ახალი აქტივობის დროც დადგა. კლუბის წევრები სიამოვნებით ეცნობოდნენ ჩვენთან ერთად ახალ-ახალ საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტებს. შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად მათი დამოკიდებულება კითხვისადმი პოზიტიურად შეიცვალა. რადგან შევნიშნეთ აღნიშნული სასიამოვნო ცვლილება, კლუბის წევრებს საპასუხისმგებლო ამოცანა დავუსახეთ. მათ 25 აპრილის შეხვედრაზე უნდა უმასპინძლონ პატარა, პირველკლასელ მეგობრებს და წაუკითხონ მოთხრობა, იმსჯელონ მათთან ერთად. ფაქტობრივად მათ ჩვენი, ფასილიტატორების მოვალეობები უნდა შეასრულონ. იმისათვის, რომ 25 აპრილის შეხვედრაზე მათ შეძლონ ამოცანის მაღალ დონეზე გადაჭრა, ფასილიტატორები მზადებაში დავეხმარეთ. თითოეულ გუნდს მივაწოდეთ საბავშვო ავტორის ქალბატონი თეა ლობჟანიძის ძალიან კარგი მოთხრობები, რომლის ერთ წიგნად შეკვრა, გაფერადება სწორედ „მკითხველთა კლუბის“ აქტიურ წევრებს მოუხდათ. ვიდრე გაფერადებას დავიწყებდით, ერთად წავიკითხეთ მოთხრობები და განვიხილეთ.
ამის შემდეგ შევუდექით გაფერადებას. ნახეთ, როგორი მონდომებითა და ენთუზიაზმით ცდილობენ ლამაზად გააფორმონ თითოეული ნახატი პირველკლასელთათვის. მგონი, მართლაც ძალიან კარგად გაართვეს თავი სამუშაოს.
ამის შემდეგ შევუდექით გაფერადებას. ნახეთ, როგორი მონდომებითა და ენთუზიაზმით ცდილობენ ლამაზად გააფორმონ თითოეული ნახატი პირველკლასელთათვის. მგონი, მართლაც ძალიან კარგად გაართვეს თავი სამუშაოს.
მართალია 4 მოთხრობა გავაფერადეთ, მაგრამ ორშაბათის შეხვედრაზე, სამწუხაროდ, ოთხივე მოთხრობის წაკითხვას ვერ მოვასწრებთ პატარებისთვის. ამიტომ ამოვირჩიეთ ერთი მოთხრობა „აბა, ვის ვეთამაშო?" და ასევე, უნდა აგვერჩია მკითხველებიც. „მკითხველთა კლუბში“ სწავლებისადმი დემოკრატიულ მიდგომას ვანიჭებთ უპირატესობას, ყველა გადაწყვეტილებას ბავშვებთან ერთად ვიღებთ. არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. რადგან თითო ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მკითხველი უნდა შეგვერჩია, ჩავატარეთ კითხვის კონკურსი. კითხვის კონკურსში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა გამოთქვა, ამიტომ თითოეულ მათგანს წავაკითხეთ მხოლოდ ერთი აბზაცი „მკითხველთა კლუბში“ შესწავლილი მოთხრობიდან ოტია იოსელიანის „ვირის ჭკუა". ჩავრთეთ წამზომი და საუკეთესო, მოქნილი, გააზრებული კითხვის უნარის მქონე 4 მოსწავლე შევარჩიეთ. 25 აპრილს მხოლოდ ერთ მოთხრობას არ წავუკითხავთ პირველკლასელებს, ასევე გვექნება სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებიც, რომლებშიც „მკითხველთა კლუბის“ თითოეული წევრი იქნება აქტიურად ჩართული.
ყველაფერი მზად გვაქვს ორშაბათის შეხვედრისთვის, იმედია, პატარა მეგობრებს მოეწონებათ მოთხრობებიც და „მკითხველთა კლუბში“ ვიზიტიც.
საინტერესო შეხვედრის მოლოდინში გემშვიდობებით ორშაბათამდე
გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე:
Комментариев нет:
Отправить комментарий