თემა: ოტია იოსელიანის - „ვირის ჭკუა“
მოგესალმებით „მკითხველთა კლუბის“ უკვე მრავალრიცხოვან მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი ინტერესი კლუბში განვითარებული მოვლენებისადმი.
იმედია, დღესაც მოგეწონებათ ჩვენთან ერთად ყოფნა და სიახლეების გაცნობა.
11 აპრილის შეხვედრა კროსვორდის შევსებით დავიწყეთ.
ჩვენს აქტიურ მკითხველებს ძალიან უყვართ კროსვორდის შევსება და უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს საქმე შესანიშნავად გამოსდით. ნახეთ, როგორი მონდომებითა და შემართებით ცდილობენ უპასუხონ კითხვებს, რომლებიც „მკითხველთა კლუბში“ შესწავლილი მასალებიდანაა.
პატარა მეგობრებს განსაკუთრებით მოეწონათ „დაშიფრული“ სიტყვის - „მკითხველთა კლუბის საოცარი წევრები“-ს ამოცნობა.
პატარა მეგობრებს განსაკუთრებით მოეწონათ „დაშიფრული“ სიტყვის - „მკითხველთა კლუბის საოცარი წევრები“-ს ამოცნობა.
შეხვედრის მომდევნო ეტაპზე ახალი ტექსტის - ოტია იოსელიანის „ვირის ჭკუა“ განხილვის დროც დადგა. აქტიურმა მკითხველებმა ჩვენთან, ფასილიტატორებთან ერთად, წაიკითხეს ტექსტი, ერთად განვმარტეთ უცნობი სიტყვები, დავსვით სხვადასხვა შეკითხვა და ერთად გავაანალიზეთ მოთხრობა.
შეხვედრის დასასრულს „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ დროც დადგა. დღეს შესწავლილმა სიტყვებმა დაიკავეს საპატიო ადგილი სააგენტოში. იმედია, მომდევნო შეხვედრაზე სიტყვების „მესაკუთრეები“ ძალიან კარგად აუხსნიან მეგობრებს შესწავლილ სიტყვებს და „სააგენტოც“ შეინარჩუნებს წევრებს.
დღევანდელი შეხვედრაც დასრულდა, შევხვდებით პარასკევს,
Комментариев нет:
Отправить комментарий