გზავნილები „მკითხველთა კლუბიდან“
გამარჯობა ძვირფასო მკითხველებო. კვირის ბოლო დღეს სიახლეებით გიბრუნდებათ „მკითხველთა კლუბი.“ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არ გახლდათ ტრადიციული. მუშაობა არც ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთი დაგვიწყია, არც შეხვედრა გაგვიგრძელებია ახალი ტექსტის გაცნობით. ალბათ, გაინტერესებთ რატომ?
ფორმატის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველი - ჩვენ პატარა მეგობრებს ხშირად ვეკითხებოდით, რა მოსწონდათ და რა არ მოსწონდათ ჩვენს მუშაობაში, მაგრამ წერილობითი ფორმით მთლიანი მუშაობის შეფასება მათ არ გაუკეთებიათ. ვინაიდან ინტერვენციები დასასრულისკენ მიდის, მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო მათი შთაბეჭდილებები ზოგადად „მკითხველთა კლუბის“ შესახებ, შეეფასებინათ თავიანთი ფასილიტატორები. ეს კარგი საშუალებაა რჩევების მისაღებად და მომავალი საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. თითოეულ ბავშვს დავურიგეთ ფურცლები, რომლებზეც შემდეგი კითხვები იყო ჩამოწერილი: 1. რომელი მოთხრობა/ზღაპარი მოგეწონა ყველაზე მეტად? 2. რომელი დღე იყო ყველაზე დასამახსოვრებელი „მკითხველთა კლუბში“? 3. გაიხსენე ყველაზე მოსაწყენი დღე „მკითხველთა კლუბში“ 4. დაახასიათე შენი ფასილიტატორი 5. შენ უკვე ხარ „მკითხველთა კლუბის“ სრულუფლებიანი წევრი. რას ურჩევდი კლუბის მომავალ წევრებს? 6. წარმოიდგინე, რომ „მკითხველთა კლუბი“ არის წელიწადის მეხუთე დრო. რა ფერებით გააფერადებდი მას?

მეორე მიზეზი ფორმატის ცვლილებისა გახლდათ ვიდეო-რგოლის გადაღება. ჩვენი შეხვედრების განმავლობაში მუდმივად ვზრუნავდით, პატარა მკითხველებს გაეუმჯობესებინათ კითხვის დასმის, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, სხვათა აზრის გათვალისწინების, პასუხისმგებლობის, ფიქრის, არგუმენტირებული მსჯელობის, კამათის, დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევები. ვიდეო-რგოლი, რომელიც დღეს მოვამზადეთ, არის მცდელობა თითოულმა კლუბის წევრმა გააჟღეროს თავისი სათქმელი და მიიტანოს ადრესატამდე. გზავნილებს ბევრი სხვადასხვა ადრესატი ჰყავს, არ იქნება ურიგო, თუ ვიტყვით, რომ ჩვენც მოვიზარებით გზავნილების ადრესატებად. ჩვენ, ფასილიტატორები, როგორც კლუბის წევრები, ვართ გზავნილების ავტორებიც და ადრესატებიც.
ვიდეო-რგოლზე მეტს არაფერს გეტყვით, მისი ხილვა და შეფასება შეგეძლებათ ორშაბათს. მანამდე კი ფოტოსურათები შეგვიძლია შემოგთავაზოთ.
რაც შეეხება პატარა მეგობრების მოსაზრებებს „მკითხველთა კლუბის“ შესახებ და არამარტო... გაინტერესებთ მათი შეფასებები? ჩვენც ძალიან გვაინტერესებს ყველაზე ობიექტური ადამიანების დამოკიდებულებები. მოდით, თქვენც გაგიზიარებთ:
“მკითხველთა კლუბში“ პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ზღაპრები და მოთხრობები: „მელია და თხა“, „მეჩონგურე“, „კესანე“, „რას გალობს შაშვი“, „დედა“, „ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი“, „ნიანგმაც იცის მეგობრობა“.
კლუბის წევრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე აღმოჩნდა-„მკითხველთა კლუბში“ გაწევრიანების დღე, დებატები, პლანეტარიუმში ვიზიტი. ყველაზე მოსაწყენი დღე კლუბის მხოლოდ ერთმა წევრმა დაგვისახელა და ეს გახლდათ პირველი დღე „მკითხველთა კლუბში“.
აქტიურმა მკითხველებმა შემდეგი რჩევები მისცეს კლუბის მომავალ წევრებს: მოუსმინეთ ერთმანეთს და ფასილიტატორებს, ივარჯიშეთ კითხვაში, მეტი ისწავლეთ და იაქტიურეთ, დაეხმარეთ ერთმანეთს.
გვინდა გამოვყოთ ერთ-ერთი წევრის ძალიან საინტერესო რჩევა: „ეს კარგი რამეა. კითხვას გაყვარებს და განვითარებს. გთხოვთ, არ დაგეზაროთ.“
განსაკუთრებით საინტერესოა წელიწადის მეხუთე დრო - მკითხველთა კლუბისთვის შერჩეული ფერთა პალიტრა. რა მხიარულ და ნათელ ფერებში წარმოადგინეს ეს პატარა მკითხველებმა.

უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს შეფასებებისთვის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი დამოკიდებულება და მოსაზრებებია. ჩვენ თქვენ გვაძლიერებთ.
მადლობა პოზიტიური დღისთვის და გემშვიდობებით ორშაბათამდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий