მშობლები სტუმრად მკითხველთა კლუბში
გაზაფხულის პირველ კვირას მკითხველთა კლუბმა დედიკოებს უმასპინძლა. კლუბს ბევრი სტუმარი ესტუმრა,
რამაც განსაკუთრებით გაგვახარა ჩვენ, ფასილიტატორები და პატარა მკითხველები.
დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი,
ხუთკვირიანი შრომის ანგარიშის წარდგენა მშობლებისათვის, მეორე მიზანი კი - მშობელთა
ჩართულობის გასაზრდელად კონფერენციაში მონაწილეობის შეთავაზება იყო. კონფერენციის შესახებ
ინფორმაციას ჯერ არ ვახმაურებთ, მაგრამ ეს ინფორმაცია და საინტერესო ღონისძიების დეტალები
25 მარტს გახდება ცნობილი.
შეხვედრის მესამე მიზანი მშობლებისგან უკუკავშირის მიღება გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის მოსაზრებისა და რჩევის მიღება მომავალი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. მეოთხე და უმთავრესი მიზანი იყო დედიკოებისთვის დაპირებული სიურპრიზის გამხელა.
შეხვედრის დასასრულს
მშობლებმა ვიდეოს საშუალებით მოისმინეს თავიანთი შვილების მილოცვები, ხოლო მოგვიანებით
მათგან მისალოცი ბარათები და ყვავილები მიიღეს
საჩუქრად.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი მომავალი შეხვედრა შედგება ხვალ, 5 მარტს 12 საათზე. საინტერესო აქტივობებით
დატვირთული დღე გველოდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий