მხიარული და საინტერესო აქტივობების დღე „მკითხველთა
კლუბში“
დღეს შაბათია, მაგრამ აქტიური მკითხველები არ ისვენებდნენ.
მართალია, სრული შემადგენლობით დღეს არ იყო წარმოდგენილი „მკითხველთა კლუბი,“ მაგრამ
გასულ შაბათთან შედარებით სიმრავლე შეიმჩნეოდა.
დღევანდელი შეხვედრა 4 ეტაპისგან შედგებოდა. პირველ
ეტაპზე „ჯადოსნური ყუთის“ დახმარებით გავიხსენეთ შესწავლილი სიტყვები. მიუხედავად იმისა,
რომ „ჯადოსნური ყუთი“ ხშირად გვსტუმრობს, ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით ყველა სიტყვასთან
დამეგობრება. თუმცა, სიტყვებთან „ეფექტური კომუნიკაციის“ დასამყარებლად 8 კვირა და
ბევრი სახალისო აქტივობა გვაქვს.
მე-2 ეტაპზე გუნდებმა ფასილიტატორებისგან მიიღეს კონვერტები,
რომლებშიც მოთავსებული იყო 4 სხვადასხვა ტიპის დავალება.
პირველ დავალებაში ბავშვებს
უნდა დაეკავშირებინათ ილუსტრაციები სიტყვებთან. მე-2 დავალებაში მოცემული იყო სიტყვათა
ცხრილი და გამოტოვებულ ადგილებში უნდა ჩაესვათ მოცემული სიტყვების ანტონიმები. მე-3
დავალებაში მოცემული სიტყვების გამოყენებით უნდა შეედგინათ საინტერესო წინადადებები.
მე-4 დავალებაში კი ბავშვებს უნდა განემარტათ სიტყვათშეთანხმებები ისე, როგორც მათ
ესმოდათ.
შეხვედრის მე-3 ეტაპზე გუნდებს ვთხოვეთ, მოეფიქრებინათ
ორ-ორი საინტერესო კითხვა შესწავლილი ზღაპრებიდან და მოთხრობებიდან. თითოეულ გუნდს
ევალებოდა როგორც კითხვის დასმა, ასევე სხვა გუნდისგან მიღებულ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ბოლო ეტაპზე, გუნდებმა ფასილიტატორების დახმარებით შეაჯამეს
4 დავალებაში მოპოვებული ქულები. აღნიშნულ ქულებს ასევე დაემატა კითხვა-პასუხის შედეგები.
ქულების დათვლის შემდეგ, გუნდები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით.
დღევანდელი დღეც დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ერთგულ
მკითხველებს. ამით ჩვენი „დავალიანებაც“ ამოიწურა და ორშაბათიდან ვუბრუნდებით ჩვეულ
რიტმს.
შევხვდებით ორშაბათს
Комментариев нет:
Отправить комментарий